პროექტის სახელი: ბავშვები და ფასეულობები
პროექტის მოკლე აღწერა: ბავშვები მოცემული დროის განმავლობაში გაეცნობიან აქტივობებს, რომელიც გააცნობს, ასწავლის თუ, როგორ დაუპირისპირონ ძალადობასა და სიძულვილს ისეთი ცხოვრებისეული ფასეულობები, როგორიცაა: მშვიდობა, პატივისცემა, პასუხისმგებლობა, სიყვარული, ტოლერანტობა.
პროექტის სრული აღწერა:
პირველი ეტაპი:
მესამე ეტაპი:
ბ) აქცია- სილუეტების თეატრი ორგანიზაცია „ბილიკის“ აღსაზრდელებისათვის
გ) აქცია-სილუეტების თეატრი „ინვალიდთა კლუბის“ აღსაზრდელებისათვის
ბ) აქცია- სილუეტების თეატრი ორგანიზაცია „ბილიკის“ აღსაზრდელებისათვის
გ) აქცია-სილუეტების თეატრი „ინვალიდთა კლუბის“ აღსაზრდელებისათვის ჩატარდება აქტივობა "ჩემი გული", დამზადდება პოსტერი "კეთილი ხელები" . (დამსწრე ბავშვები ფერად ფურცლებზე გამოჭრიან საკუთარ ხელს, თითოეულ თითზე ბავშვები დააწერენ თუ რომელი სიკეთეს გააკეთებენ მომავალში)
მონაწილეთა ასაკი: 7-9 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: 3 თვე। მეორე სემესტრი.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
სარგებელი სხვისთვის:
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული
ფასილიტატორის ელ.ფოსტა: nmgebra@gmail.com ,მობ: 577 97 57 99
powerpoint:
პროექტის მოკლე აღწერა: ბავშვები მოცემული დროის განმავლობაში გაეცნობიან აქტივობებს, რომელიც გააცნობს, ასწავლის თუ, როგორ დაუპირისპირონ ძალადობასა და სიძულვილს ისეთი ცხოვრებისეული ფასეულობები, როგორიცაა: მშვიდობა, პატივისცემა, პასუხისმგებლობა, სიყვარული, ტოლერანტობა.
პროექტის სრული აღწერა:
პირველი ეტაპი:
- დაწყებითების კათედრის შეკრებისას დამრიგებლები, საგნის მასწავლებლები გაეცნობიან სილუეტების თეატრის მოწყობის ტექნოლოგიებს
- ამ შეკრებაზე გაეცნობიან ბლოგს: http://vavingori.blogspot.com/, რომელსაც აქტიურად გამოიყენებენ შემდეგი ეტაპების წარმართვის პროცესში
- ამ შეკრებაზე კლასის დამრიგებლები, საგნის მასწავლებლები შეთანხმდებიან სადამრიგებლო კლასებში მოაწყონ კვირეულები (მაგ: ტოლერატობის კვირეული, მეგობრობი კვირეული და ა.შ.) კვირეულებზე ჩასატარებელ აქტივობებს მასწავლებლები გაეცნობიან შემდეგ ბმულზე: https://1drv.ms/b/s!AoeP6Hc9_KThkSshaxO0o92m2vyF
- დამრიგებლების დახმარებით ბავშვები დაეუფლებიან სილუეტების თეატრის ტექნიკას, თეატრისთვის პერსონჟების დამზადების ტექნიკას
- დამრიგებლების დახმარებით ბავშვები გაეცნობიან სხვადასხვა აქტივობებსა და მოთხრობებს ვებ გვერდებიდან
- ბავშვები დაამზადებენ ფერად ნახატებს სილუეტების თეატრისთვის
- ბავშვები დაამზადებენ მოსაწვევ ბარათებს მშობლებისთვის, მაწავლებლებისთვის, დირექციის წარმომადგენლებისთვის, ორგანიზაცია "ბილიკის" აღსააზრდელთათვის, "ინვალიდთა კლუბის" აღსაზრდელთათვის.
- ვებ გვერდიდან მოძიებული მოთხრობების გამოყენებით ჩატარდება ღონისძიებები:
ბ) აქცია- სილუეტების თეატრი ორგანიზაცია „ბილიკის“ აღსაზრდელებისათვის
გ) აქცია-სილუეტების თეატრი „ინვალიდთა კლუბის“ აღსაზრდელებისათვის
- ყოველ ღონისძიებაზე:
ბ) აქცია- სილუეტების თეატრი ორგანიზაცია „ბილიკის“ აღსაზრდელებისათვის
გ) აქცია-სილუეტების თეატრი „ინვალიდთა კლუბის“ აღსაზრდელებისათვის ჩატარდება აქტივობა "ჩემი გული", დამზადდება პოსტერი "კეთილი ხელები" . (დამსწრე ბავშვები ფერად ფურცლებზე გამოჭრიან საკუთარ ხელს, თითოეულ თითზე ბავშვები დააწერენ თუ რომელი სიკეთეს გააკეთებენ მომავალში)
- დაწყებითების კათედრაზე კლასის დამრიგებლები შეთანხმდნენ სადამრიგებლო კლასებში მოაწყონ კვირეულები (მაგ: ტოლერატობის კვირეული, მეგობრობის კვირეული და ა.შ.), სადაც მასწავლებელი ჩაატარებს იმ აქტივობებს, რომელიც "მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელოშია" მოცემული.
- კვირეულის ბოლოს ბავშვები წარმოადგენენ საკუთარ თხზულებებს მეგობრობაზე, მშვიდობაზე, პასუხისმგებლობაზე და ა.შ.
- კლასებში ჩატარდება ლიტერატურული კონკურსი “საუკეთესო ფასეულობითი მოთხრობა”, სადაც წარმოდგენილი იქნება ბავშვების ნამუშევრები მათ მიერ შედგენილი შეფასების კრიტერიუმებით(ეს კრიტერიუმები საკუთარი გამოცდილების შედეგია, ანუ კლსში ჩემმა მოსწავლეებმა შეიმუშავეს). შეირჩევა გამარჯვებული მოთხრობა, რომლის მიხედვითაც კლასში დაიდგმება სილუეტების თეატრი. დაესწრებიან მშობლები.
- კლასებში გამარჯვებულ "საუკეთესო ფასეულობით მოთხრობებს" , სილუეტების თეატრის ტექნიკის გამოყენებით, წარადგენენ პირველი საფეხურის მოსწავლეებისთვის სკოლის სააქტო დარბაზში.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
- ხატვა
- პრეზენტაცია
- გონებრივი იერიში
- კითხვა-პასუხი
- ჯგუფური მუშაობა (პერსონაჟების დამზადება თეატრისთვის)
- კონკურსი: „საუკეთესო ფასეულობითი მოთხრობა“.
- დისკუსიები (აქტივობების დროს)
- როლური თამაშები (აქტივობების დროს)
სარგებელი სხვისთვის:
- სკოლა, ოჯახი, საზოგადოება საჭიროებს ისეთ მომავალ თაობას, რომელთაც ექნებათ ისეთი ფასეულობითი უნარ-ჩვევები, როგორიცაა: პატივისცემა, თანამშრომლობა, სიყვარული, თავმდაბლობა, პასუხისმგებლობა, უბრალოება, მშვიდობა, ერთობა.
- მასწავლებელი ხვეწავს კოლეგებთან ეფექტური თანამშრომლობითი ურთიერთობის ფორმებს.
- მასწავლებელი თანამშრომლობს კოლეგებთან მოსწავლეთა სწავლის გასაუმჯობესებლად და აღზრდასთან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტად.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული
- დაწერენ მოთხრობებს , ზღაპრებს რომელიმე ფასეულობის თემატიკით
- ამოიცნბს მიზნობრივი ტექსტის ადრესატს (თანატოლები, უფროსები, წარმოსახვითი პერსონაჟები და სხვა), ადრესატის გათვალისწინებით ირჩევს შესაბამის სამეტყველო ეთიკეტსა და არავერბალურ საშუალებებს ( ჟესტი, მიმიკა, ინტონაცია).
- მონაწილეობს ინსცენირებაში, არჩევს როლის შესაბამის ინტპნაციას და სხვა გამომსახველობით ხერხებს.
- მონაწილეობს ჯგუფურ აქტივობებეში, სიტუაციურ თამაშებში, წარმართავს დიალოგებს.
- კონკრეტული მიზნისა დაადრესატის მიხედვით თხზავს და აფორმებს მოსაწვევი ბარათის ტექსტს.
- ხატავს გუაშით
- ხატავს მხატვრული ნაწარმოების წარმოსახვით შექმნილ პერსონაჟებს.
- მონაწილეობს ჯგუფურ მუშაობაში.
- წარმოადგენს ნამუშევრებს ფართო აუდიტორიის წინაშე.
- მონაწილეობს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში
- სილუეტების თეატრს გაამდიდრებენ სიმღერებით
- მოსწავლე მღერის მარტო და სხვებთან შეთანხმებულად
- ემზადება ჯგუფური წარმოდგენისათვის
- მონაწილეობს დაგეგმილ ღონისძიებაში
- გაიუმჯობესებენ კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევებს
- იყენებს შეტანის (მაუსი) და გამოტანის (მონიტორი) მოწყობილობებს
- იყენებს ინტერნეტში ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის შესაბამის არსებულ რესურსებს (ინტერაქტიური წიგნი, ნახატები) სწავლების პროცესში
ფასილიტატორის ელ.ფოსტა: nmgebra@gmail.com ,მობ: 577 97 57 99
powerpoint:
Комментариев нет:
Отправить комментарий